ცრემლად დაღვრილი წვიმა


სევდად ქცეული წვიმა ისევ იღვრება ცრემლად,
კორიანტელი ატეხილა შავ-ბნელი ფიქრის
და ჩემი სული დემონებთან ბრძოლით დაღლილი,
გაუხედნავი ულაყივით მიჰქრის და მიჰქრის.
მიჰქრის,თან მიაქვს ტკივილი და სივრცეში ჰფანტავს,
რომ შვიდფერ სარტყელს დაანახოს მისი სიმძიმე,
წვიმა კი ბრაზით ეხეთქება ახლა ჩემს სარკმელს,
რომ დაღლილ სხეულს დაუმტკიცოს სულის სიგიჟე.
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი