მზე ხელისგულზე დაისვა ზღვამ და ..


მზე ხელისგულზე დაისვა ზღვამ და სხივი ტალღებში გაანავარდა,
მოკრძალებული მზის ნაზი სხივი 
ტალღის არშიყმა გაათამამა...
სუნთქვაშეკრული აიჭრა ცაში
იქ შვიდი ფერის რკალი დახატა
და ალიონზე გაცნობილ ტალღებს,
დაბინდებისას გულზე დაადნა.
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი