ლექსად დაფენილი სევდა


ქარი მიფანტავს სიმშვიდეს სულში,
ისევ ეძახის საავდრო ღრუბლებს,
მე კი მეგონა გადავაწყდი,
ამიტომ ცრემლი შევაშრე უპეს.
არ ვიცი რატომ,მაგრამ სიმშვიდემ
არ მომიტანა ის,რაც მინდოდა,
დადნა,მოდუნდა ჩემი სხეული,
ისიც ამტკივდა,რაც არ მტკიოდა.
ქარსაც ამიტომ ვინდობ ხანდახან,
თავის სიგიჟით სულს რომ ამიფრენს,
მახეტიალებს უკიდეგანოდ,
უძირო სევდას ლექსად დამიფენს.
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი