შემოდგომის საღამო


შემოდგომის საღამოა,ნელი სიო ჰქრის
და ფოთლების საუცხოო ჭრელ ხალიჩას შლის..
იფარება ნაკვალევი საცალფეხო გზის,
ჰორიზონტზე იფანტება ბრწყინვალენა მზის...
ამ საღამოს სიწყნარე და სისადავე მღლის,
თვალებიდან ფოთოლცვენის ცოდვით ცრემლი მდის...
შემოდგომის საღამოა,სიო აღარ ჰქრის,
ღრუბლებიდან წამოსული წვიმა ნაზად სცრის,
საათი ისრებს დაუღლიათ და დღე ღამეს სცვლის,
ნეტავ ვინ სთქვა,რომ უკვალოდ დრო ტკივილებს შლის?
ღვინობისთვის საღამოა,ბედისწერა მსჯის,
ფოთოლცვენის ცოდვით ახლა ,რომ ცრემლები მდის.....
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი