თეთრი წვიმა


წვიმს....თეთრი წვიმა ასველებს ქალაქს
და სახურავებს აწვებათ ნისლი,
ხიდან ფარფატით წამოსულ ფოთლებს,
პეშვებით ვიჭერ და კრძალვით ვითვლი.
ჩემს ხელის სითბოს გულით ვაყოლებ
და თანაგრძნობას ვატან მიწაში,
როგორ მაშინებს ეს სინამდვილე
და წარმოსახვის მაფრთხობს მირაჟი.
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი