გოლგოთას გზაზე არასოდეს მივლია ..


გოლგოთას გზაზე არასოდეს მივლია მარტოს,
მარტოს არასდროს მიზიდია მხრებით ტკივილი
როდესაც ძალა ვერ უძლებდა ტვირთის სიმძიმეს,
ვგრძნობდი რომ გვერდით მომყვებოდა უფლის აჩრდილი.
უფალს არასდროს დაუსჯივარ,ხელში კელაპტრით
ის მუდამ ერთ გზას მიჩვენებდა,ტაძრისკენ მავალს,
ჩემს სულს ზეცისთვის ამზადებდა,სხეულს მიწისთვის
და კელაპტრების წმინდა შუქით მიფრთხობდა მავანს.
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი