ნაწვიმარია,სურნელება იფრქვევა მიწის ..


ნაწვიმარია,სურნელება იფრქვევა მიწის
მზეს ცისარტყელას კიდეებზე სხივი დაჰკიდა,
სიომ პეშვებით შეისხურა ფოთლების ნამი,
დაღლილმა ტოტებს სიყვარულით ხელი ჩაჰკიდა.
ნაწვიმარ მიწას მზემ გახადა სველი ლაბადა 
და გულისპირი ამოუშრო ცხელი ხელებით,
სხივები სითბოდ ჩაუღვარა მიწას გულში და 
ჩასასვენებლად ჰორიზონტზე შედგა ცერებით.
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი