დედას


შენს ნაზ თვალებში ია ყვავილობს,
ცისარტყელას ჰგავს შენი ღიმილი,
ბედნიერი ვარ,რომ მქვია შენი,
შენი ხორცის და სულის ნაწილი.
შენი ფიქრები შენთან მთავრდება,
შენით იწყება ჩემი ცისკარი,
ჩემთან იყავი,მინდა რომ მუდამ 
შენი ხელებით გახსნა ჭიშკარი.
შენს თმებში მუდამ მაფრთხობს ჭაღარა,
ყოველ ნახვაზე ნაოჭებს გითვლი,
სიბერე თავს თუ არ დაგანებებს,
საკუთარ დღეებს გულით მიგითვლი.
ერთად დავბერდეთ,მერე რა მოხდა,
თუ კი ჩვენ გვქვია დედა და შვილი?
შენი თვალების მზე თუ გამათბობს
შენთვის ყოველთვის ვიქნები ჩვილი!
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი