გვიანი გაზაფხული


გვიანი გაზაფხულის შეშლილი წვიმები,
ტყემლის ყვავილების თოვა,
ტოტებზე მიკრული კვირტების ჩურჩული
მინდვრის ყვავილების გროვა.
შმაგი გაზაფხულის ლამაზი ფერები,
პეპლები დაღლილი ფრენით,
სული დამთბარი და გალამაზებული
ატმის ყვავილების ცვენით.
გვიანი გაზაფხულის შეშლილი წვიმები,
ატმის ყვავილების თოვა,
ვარდის სურნელებით თავბრუდახვეული
ფარფატა პეპლების დროა!
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი