0 39

სიზმარი


ქარები , შენგან მონაქარები,
დარაჯად ედგნენ ჩემს აშლილ კაბას,
შენს სულთან ახლოს მეწადა მოსვლა
და მოსასვლელად ვეძებდი საბაბს.
ვნებად აშლილი სვეტების ჯარი,
თვალში ვარსკვლავად გიქანაობდნენ,
გაგაბატონე ჩემს სამყაროში
სადაც ,,ბატონებს“ აღარ წყალობდნენ
.
გიჟურ ამბორით ხსნიდი ტუჩის რკალს,
იმ ღამით ვნებამ სრულად აიშვა,
სიზმარში სულთან დაგაახლოვე
ცხადში კი მინდა აღარ გაგიშვა.
კომენტარები (0)