ბოლომდე გსუნთქავ...


ჩვენს ბალიშს დიდი  სიყვარულის    ასდის სურნელი
  დაუვიწყარი სიყვარულის, 
  ძლიერი  ვნების,
  და დილით, როცა სახლიდან  შორს  ხარ , 
  გულში ვიკრავ და  შენ ბალიშს ვყნოსავ.

 ღამით მთვრალია ჩემი გული  ცეცხლით და ლტოლვით, 
 ბოლომდე გსუნთქავ 
 და შენ არ ჰგავხარ არცერთ ჩემს სურვილს , 
 მანამდე განცდილს
 არ  მავიწყდება,
 რომ ვიყავით ოდესღაც ერთად 
 და  სიყვარული ცოდვასავით მუხლამდე მეწვის.

 ჩემი ფანჯრიდან უმისამართოდ ვუშვებდით ფრანებს 
 და  ერთხელ , როცა სურვილებსაც ვატანდით, ღამით
 მობეზრებია  სიყვარულს  და მას  გაჰყოლია
 სხვა ფანჯარაში შეუსუნთქავთ...
 ალბათ ჰგონია
 უფრო ლამაზი განცდისათვის გაუჩენია 
 ღმერთს და განგებას 

 (ნურაფერს მეტყვი, ისედაც ვიცი)
 რადგან მე ახლა ისევ ვყნოსავ იმ ბალიშს, მაგრამ
 მას შენი სუნის ნატამალიც არ შერჩენია...
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი