წუხელ სიზმარში გნახე


წუხელ ჩემთან ერთად ღამემ  გაათია,
მისი  თანაგრძნობა ჩემს თვალებს ატყვია,
გული საგულემაც ვეღარ ჩაატია
გადიდგულებულა  სრული აპათია.
როცა საკუთარი ჩრდილის მეშინია,
შენი დასიზმრება უკვე ღალატია.
ერთი გული მქონდა,  ორად გაგიყავი
ჩემი ნახევრითაც მკერდში  ჩაგიკარი,
მერე  სარეცლიდან ხელი გადმოვყავი,
მომესურვილე და არსად არ იყავი.
იცი_ როცა  სიზმარს შენი სუნი ასდის,
გული საგულეში თავისთავად ჩადის
ბნელი ღამეც  მაშინ  თეთრად მეჩვენება
ფერად სამოსს იცვამს  ყველა მოჩვენება.

ნუღარ მესიზმრები, თვითონ მოდი კართან
თორემ ღალატისთვის მე დავარღვევ აღთქმას
ადრე რაც კი მქონდა ნდობით მოცემული
სახლის ოთხი კუთხე_შენთვის  ბოძებული.
ღამის თანაგრძნობა_ჩემს თვალებს ატყვია,
შენი დასიზმრება_უკვე ღალატია.
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი