0 112

გოგონა გრანელის ქუჩიდან


ოქტომბერს ჩავყევი რიცრიცით
ჭადრების  გლოვაა უშენო...
ფოთლების გარეშე დარჩენას
გრანელის ქუჩიდან ვუცქერი

სამძიმარს მეტყვიან?
ცრემლს მაწვევს?
ისევ გამაწვალებს მუზები?
ალბათ იოქტომბრებს უმზეოდ...
ქუჩები, ქუჩები, ქუჩები...

ნახატი_ჭადრის ქვეშ გოგონა
(გოგო კი  არაა, ქალია)
გლოვისფერ, გაყინულ კაბაში
თვალები მოგრანელისფერო
ოქტომბერს ჩავყევი რიცრიცით
ჭადრებიც გლოვობენ 
უშენოდ
კომენტარები (0)