ბატონები


დედის შეშფოთებული,  ცრემლიანი მზერა...
სახეზე და ხელებზე წითელი ფოლები...
ცხელი შუბლი , ახორკლილი ფარდები და  მოჩვენება...
მონატრებული  მამის საჩუქარი , ფერადი კუ...
ბებოს მოყვანილი  წიწილა...
მერე უკვე საწოლზე ,  მუხლებზე ჩამომჯდარი წითელბანტიანი ვარიკა...
ცხრა დღე...
ხელის გულში გამოტარებული  ცხრა თავი სათესური , წყლის პირას უბრად და ჩუმად  გადაყრილი...
ტაბლა... წითლად შეღებილი , ცომის გამომცხვარი გუნდები...
ტაბლაზე  ხურდა ფული...
მეზობლის, მარუსა ბებოს ,  ჩიფჩიფა ლოცვა...
ამღვრეული მხედველობის დაწმენდა...
გადალოცვა, ფანდურითა და დაირით... 
ცხელი ხაჭაპურები, დაძლეულის სიხარულით მარუსა ბებოს ცეკვა...
ტაბლის გადაფენა მდინარისპირას , იელის  ბუჩქებზე...

სახეზე დარჩენილი წითელი ლაქები ...
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი