*** (სველია ქუჩა)


სველია ქუჩა,
ცა დამცქერის მუნჯი და თალხი,
თეთრ ქოლგას ვშლი და
შენს ქუჩაზე წვიმას ვუწყრები,
სულ ახალგაზრდას
პულსს მირევდა აქ შენი სახლი,
ახლა კი, მხოლოდ
მაგ ფანჯრების იქით იწყები.

ისევ ვგრძნობ, როგორ
მესვრის ისრებს ფანჯრის მიღმიდან,
ფარული მზერით
მომართული, შენი თვალები
და მეღიმება,
რომ სამყაროსხელა სიღრმის და
თვით სამყაროზე
უფრო დიდიც, მანდვე მთავრდები!
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი