*** (დამსვი მიწაზე)


დამსვი მიწაზე,
ნუ მიგყავარ ღრუბლების ზემოთ,
რომ გაგვიწვიმდეს,
დაბრუნება იქნება ძნელი;
ნაფეხურებიც 
არ დარჩება უმოკლეს გზაზე,
გაგვყვება მერე
უსაშველო ტკივილი, გრძელი.
ცოტაც მაცადე,
ჩამოვქსოვო რითმების კიბე,
(მარტს ჩამოჰგავხარ,
ხასიათსაც იცვლი მარტივით),
ნაბიჯებს ვზომავ,
რომ გვიმუხთლოს  ღრუბლების კიდემ,
გარდაუვალი
დაცემაც კი იყოს მარტივი.
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი