პილიგრიმი (ლ)ექსპერიმენდი მხოლოდ „ი“ ხმოვნით)


მიქრის ნისლი, კვირის შვიდი
სხივი იცვლის რიგს.
ტყის პირს მიდის ჩრდილი მშვიდი,
წინ მიითვლის ბიჯს.

მისი ფიქრი ცის იქით ქრის,
შიგნით სისხლი ცრის.
თბილ ტირილით იწვის ცვილი,
იდილიით ცის.

ისმის ირგვლივ ძის ქილიკი,
ჩვილი ფიფქი თრთის.
პილიგრიმი წვრილ ბილიკით
ჭრის დიდ ისლის მწკრივს.

ხშირი ქვიშის შრიშინ-შიშით
ფიფქს სიკვდილი ცვლის,
ხის წიწვი კი მზის შიმშილით
ძირს თბილ ღიმილს შლის!
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი