წითელი პარასკევი


წითელი პარასკევი

ამბიონზე გლოვის ფარდა დაშვებულა,
ძაძისფერი ბინდია.
სულიწმინდის  დასაგმობად ცოდვილები
გოლგოთისკენ მიდიან.

...ვერ შეიცნეს გარდამოხსნის დიდი მადლი,
გულს ვერ დაიტიესო;
ჩვენ ვერა და იქნებ თვითონ აგვარიდო
ყველა სასჯელს, იესო!
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი