გესაუბრები


გაიხარაო, როცა ლექსი გადაიკითხა,
ცაცხვებმა ჩუმად მომიტანეს  ამბავი შენი...
მსურს, სტრიქონებით ყველაფერი მანამდე გითხრა,
ვიდრე ლექსებში მელანივით არ ამოშრები.

მოგიმრავლდება მერე  ალბათ წიგნშიც სანიშნი,
რომ იზეპირო ადრესატის მთელი უფლებით;
ცაცხვის ბოჭკოზე დაჩნეული ვეღარ დამიშლის,
რომ  ჩემეული პოეზიით გესაუბრები!..
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი