***. (და მაშინ, როცა )


და მაშინ, როცა ამოგშალო მინდა გონიდან,
და მაშინ, როცა ჩემს თვალებში გამიქრე, მინდა, 
შენი თვალებით ზეცა მიმზერს თითქოს შორიდან 
და ვერ ეტევა მისი ფერი მაგ მზერის მიღმა.

მაშინაც, როცა ეჭვის ფარდა ფრიალებს განცდით
და გაუმხელელ ფიქრის გორგალს არღვევ მალულად,
ვით დატუქსული ბავშვი ვფიქრობ, რომ ვეღარ გავცდი
ამ ხანდაზმული სურვილების ფერად მარულას.

მაშინაც, როცა ხატების წინ მე თვალებს ვხუჭავ,
ლოცვაში სადღაც გაიელვებს შენი სახელიც,
რად დამეკისრა სასჯელივით, სულ ერთი მუჭა
სიყვარულისთვის, მუდამ  მენთოს გულში სანთელი?!
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი