ნებივრად


ჩამოდგა მზე და მაპკურა ნამი, 
ალიონიდან ღრუბლების  ჩრდილი
განდევნა, როგორც მოგონებანი
გულს მოდებული მწვალებელ ჩრჩილის. 

მჯერა? არ მჯერა? - ვითვლი თანდათან
და სათვალავი მპასუხობს შენთვის
დამაჯერებელ ,,ჰოს" და სიტყვიდან
გადმოსროლილი ბგერები ფერხთით

ეცემიან და ვერ ვბედავ, ფრთხილად
წამოვკრიფო და ავაწყო სიმზე,
ცხრა ბგერის, ცხრა ხმის ნარნარი დილას,
რომ მოვაყოლო ჩემეულ სიზმრებს....

მზეს გადავუხსნი ნამისფერ ფარდებს,
გადმოვისახლო სულში ღმერთიც, რომ 
ვთქვა, მეეჭვება, ვინმეს უყვარდე 
ისე, როგორც ამ გულში ნებივრობ.
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი