წვიმს


დღეს ყველა ცრემლი  შეგროვდა ერთად 
და სახურავზე ცვივა წკაპუნით .
ყოველი წვეთი ძაფია სევდის ,
გულის პარკუჭზე გამონასკვული.
ფანჯრის მინებზეც ხმაურობს მოთქმით,
დაბლა ქვითინებს გულამოსკვნილი
(და სახარების ვკითხულობ ოთხთავს,
გამოდარების წუთს ვითვლი სკვნილით)...

თეთრ ფურცელს წვიმის ატყვია კვალი,
ლექსს კი - ტკივილი... სველია, სცივა!
წვიმს!
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი