ჭეშმარიტად


ბაგე დაუსველა წვეთებმა ძმრის,
მამის წინაშე ჯვარცმული წარსდგა.
ნახა გულგრილობა, გაყიდვა ძმის,
ტანჯვით ეწამა, ძლიერი აღდგა.
...ჩემს მიწას მავთულის ეკლებს ადგამს
მტერი ტაძრებს, საზღვრებს ჭრის და რიყავს.
მაინც წამოდგება, მოკვდავს არ ჰგავს,
როგორც ქრისტე აღდგა, ჭეშმარიტად!
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი