მაჯამები


***
შემოვიკრიბე აურა ცხელი,
მაქვს უთბილესი აურაც, ხელიც...
კოცნა გიძღვენი აუ, რა ცხელი,
სითბო კიდევ მაქვს აურაცხელი.

ნობათი

ვაზის დალალს დაწნავ ფრთხილად,
ქარვის ჩნდება აკიდო,
მერე სწრაფად კარაქსაც დღვებ,
შვილს უყვარსო, აკი, დო...
სოფლის ნობათს ვის გაატან,
ვის გინდა რომ აჰკიდო?!
ქალაქისკენ წამსვლელ მგზავრს სთხოვ:
-ეს წაიღე, ა, კიდო!..

***

ფრთხილად კარს გიღებ, შემო, გეხვევი,
(ცხადშიც, სიზმარშიც შენ მოგეხვევი),
ხვიარასავით შემოგეხვევი!..

***
ასე რამ მოგახატვინა
ფირუზისფრად პანო, რამა?
მე, თბილისის მოტრფიალეს,
მიყვარს მისი პანორამა.

***
უცნაურად გაგისვამს
მაგ თითებზე ქა, ლაქი;
შენ ფუსფუსებ, გაგი სვამს,
მოიარა ქალაქი.

ცისკრის მაჯამა

ამოგორდა მზე რა მწველი,
გვსტყორცნა ყველას მზერა მწველი.

ხავსი - მშრალად, ჭა - ობით,
ჭალა მაინც ჭაობით...

ასე დგება ცისკარი,
რომ იღება ცის კარი.

***

საუკეთესოს არჩევ ნებით,
მერე ოცდები არჩევნებით?!
---
დახშული არის კარი ერის,
სადაც ფიქრი აქვთ კარიერის!..
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი