მე ამ ქალაქში ბავშვობა დამრჩა


მე ამ ქალაქში ბავშვობა დამრჩა

კლდეზე ნაგები ქალაქი ჩემი,
ჩემი სამოთხე, ჩემი იმერი...
საუკუნეებს გადარჩენილი
მონასტერია კლდეზე მღვიმევის.

კაცხში სვეტია ცად აზიდული,
ნეტავ საუბრობს უფალთან თუ რას?!
ამხელა მადლი შარავანდედად
ადგას პატარა ჩემს ჭიათურას.

როგორც შეარქვეს -,,ოქროს ქალაქი",
შავი ვარდია, არა გვირილა...
თითქოს ავსულის ბორგვა, ვაება,
მოსთქვამს და მოაქვს მთიდან ყვირილას.
..........
მე ამ ქალაქში ბავშვობა დამრჩა,
სტუმრად მოსული თავს ვგრძნობ ზღაპრულად,
პეშვით ვაგროვებ სიზმრებში წარსულს
და ისე მათბობს, მსგავსი არ თქმულა...

მთა, კლდე თუ მდელო ყველა აქ არის,
მეც კლდის შვილი ვარ, თვით კლდე ვარ სალი.
ღმერთმა ინება, აქ დავიბადე
კლდეზე ამაყი, მზისგულა ქალი.

მე ამ ქალაქში ბავშვობა დამრჩა...
1 კომენტარი
მარი იმერიფიზიკოსი ლირიკოსი4 წლის წინ

ღმერთმა ინება, აქ დავიბადე
კლდეზე ამაყი, მზისგულა ქალი.

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი