*** (ელვის შემდეგ)


***
ელვის შემდეგ მზე რომ აშრობს ნაწვიმარს,
ის მზე ახლა მენატრება, ჩემო,
ცრემლი როცა გაბნევია ყაწიმად,
ვერ იფარავს წამწამების ჩერო.
მთელი ღამე უწვიმია და ხევიც
ღამის ფერით სევდის ძაფებს ჩემობს;
თან ეხება სულის სიმებს ხემი,
მთელი გრძნობით მეც ვეხები ჩელოს
და შუბერტი სულში ისე მეღვრება,
გოეთეს და შილერის ლექსს ვჩემობ.
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი