*** (ვსუნთქავ სტრიქონებს)


სუნთქვით ვისრუტავ სტრიქონებს სევდის,
ვტუქსავ თავგასულ და სულელ სიოს,
ფსალმუნს საყდარში შესული ვისმენ,
სულს რომ სხივები შემოესიოს.
გადმომსისინებს სარკმელში გესლით,
სახლთან მოსული ავსული სუსხი,
სითბო მიოსებს ჩემს სნეულ სხეულს,
კარს და დარაბებს არავის ვუხსნი.
ვსუნთქავ სტრიქონებს!
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი