*** (აგიკვიატე)


აგიკვიატე, 
შემიჩვია 
შენმა სიტყვებმა
და წყაროსავით
გისურვილე
ძლიერ მწყურვალმა.
დრო ფთილასავით
თითისტარზე 
ჩამოირთვება, 
შენ ვერ ბედავ და
სხვა კი მეტყვის
როგორ ვუყვარვარ.
იმ ჩამორთული 
ძაფით ფრხილად
ვქსოვ ახლა დიდ ჯაჭვს,
ჩემი გულიდან 
შენს გულამდე
გაგვწვდეს უცილოდ.
არ მინდა, სხვისი 
სიყვარული 
მივსებდეს ფინჯანს
დილით, ყავასთან
შენ არა და 
სულ სხვას ვუცქირო,
ღამენათევმა...
მითხარი რამე...
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი