თეთრი ვარდები


ტალღების ქიმზე
მზე თვლებად შლის
არილს ციმციმით
და ეპრანჭება 
ჩამავალი
ამოსულ მთვარეს.
ზღვიდან შობილი 
ქალღმერთივით
ისე გიცინი,
რომ წაგიკიდებ
გულზე ხანძრის
პატარა ალებს.
როცა დავრჩები
ანარეკლი
ბრილიანტების,
ტკივილი მკერდში,
სისხლის შტორმით
გადავარდნილი,
სულშიც თუ შეგრჩი
მოელვარე
გრილიანდებად, 
ცოცხალს და მკვდარსაც
მისახსოვრე
თეთრი ვარდები!..
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი