მე გაზაფხული


და რა ვქნა თუ კი 
გაზაფხული სულ ფხიზლობს ჩემში.
როგორ გავუძლო ყინვიან ზამთარს?..
ახლა ღრუბელსაც გაუსკდება გული და თქეშით
მთლად უსინდისოდ მომისევს ამქარს
სველსა და მტვრიანს, დაკოჟრილი ფოთლების ფერში,
ჟრჟოლით შევხვდები მცივანა ამ ქარს.
და გაზაფხული, სულ რომ ფხიზლობს ჩემთან და ჩემში,
დამზრალი კვირტის მომახვევს მაქმანს.

ჰო,მე გაზაფხულს...
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი