*** (ნდობა)


ნდობა - ძნელად საპოვნელი განძი,
ერთგულება - საარაკო ოდა,
სიყვარული, იდუმალი მაინც,
გამეტებით არასოდეს მთმობდა...
ნაბიჯს არ ვდგამ წარსულისკენ ერთსაც,
მინდა თვითონ აუჩქარო ფეხი;
დამეწიე თუ გიყვარვარ, ჰოდა,
შენში ისევ დამანახე ღმერთი!
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი