გარდაცვალება


მკრთალი ციალი 
და ღამის გზები,
მზისფერი ფოთლის
შემოგებება.
მივდივარ, ფეხქვეშ
ფიანდაზები
შარი-შურით და 
ფრენით მეგება...
ჟადეიტის და 
ზურმუხტის ფერი -
ქარისგან ბევრჯერ 
გალახულები,
ძირს გაფენილა 
ფოთლის ნამქერი,
ღაწვებით მზეზე 
განახუნები.
წყდება ძარღვები, 
სიცოცხლე მიდის.
ხე თავს მადნება 
ქარვის ცვილებად;
მოზიარე ვარ 
ამ პანაშვიდის,
მეც მამჩნევია 
დროის ცვლილება;
პარაკლისი აქვს 
უდავოდ მშვიდი,
ფოთლის ლამაზად 
გარდაცვალებას!
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი