*** (დილაა)


დილაა, როგორ ბარდნის ლამაზად,
ფიფქი ათეთრებს სახლებს და ქუჩას.
ვხალისობ, გიკვირს, ასე ანაზდად
თოვლით ტკბობას რომ ბოლო არ უჩანს.
ჯერ ვაგუნდავებ, მერე ვუკემსავ
თოვლის ბაბუას ნახშირის ღილებს.
თბილ მოგონებას წაუხვალ ვერსად,
წლებმაც გუნდებად ჩამოირბინეს.
რომ დააბრუნო, გინდა ბავშვობა,
დრო კი გერევა სათვალავიდან...
გამიჭირდება თოვლში გათბობა 
და შეყვარება შენი თავიდან...
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი