ძრწოდა გარეთ ნამტირალი ქარიშხალი

ძრწოდა გარეთ ნამტირალი ქარიშხალი,
ხეს ფოთლები შემოაკლდა ადრიან,
ეს ნატანჯი საქართველოს მთა და ბარი,
თეთრმა თოვლმა სუდარაში გახვია.
ქარი ურხევს დავიწყებულ ჩონგურს სიმებს, 
დასამღერელს უცდის ოქროს აკვანი, წარღვნის შემდეგ ცისარტყელის გამოჩენას
მოგვახარებს ნათლით გმირი ახალი.