მარკ ტვენი

მწერალი

„მე ქვეყანას 1835 წელს კომეტა გალეისთან ერთად მოვევლინე… მწერალი რომელიც სიცოცხლეშივე ლეგენდად იქცა. თვითმხილველები ამტკიცებენ, რომ მთელი სამყაროს ტურისტები ამერიკაში ორი საოცრების –– ნიაგარას ჩანჩქერისა და მწერალ მარკ ტვენის სანახავად ჩამოდიოდნენ. მარკ ტვენი, (ინგ. Mark Twain, ფსევდონიმი, ნამდვილი სახელია Samuel Langhorne Clemens. 1835—1910წწ.) 1835 წელს ფლორიდაში, მისურის შტატში დაიბადა. მამა, ჯონ კლემენსი გადმოცემით პირქუში, გაუცინარი კაცი ყოფილა. მხიარული ხასიათი, ოპტიმიზმი და იუმორის საოცარი გრძნობა მას დედისაგან გამოჰყვა. მისისიპიზე, გემის ლოცნმანობისას მან ბევრი რამ ისწავლა, უდიდესი ცხოვრებისეული გამოცდილება მიიღო. „ლოცმანობის დროს პირადად გავეცანი და ურთიერთობა მქონდა ადამიანთა ტიპის ყოველ ნაირსახეობასთან“ წერდა იგი შემდგომში. მისი მეტსახელი, Mark Twain სწორედ ლოცმანობის დროინდელი ტერმინია. გემზე მას მუდამ თან ჰქონდა წიგნაკი, სადაც იქ მოსმენილ თუ თავს გადამხდარ ამბებს, სკეტჩებს, ანეკდოტებს ინიშნავდა. მაშინ იგი არც კი ფიქრობდა იმაზე, რომ ეს ჩანაწერები რაიმეში გამოადგებოდა. თვითონვე უთქვამს: „ლიტერატურა არასოდეს მიტაცებდა, არავითარი სურვილი არ მქონია მწერლობისა, მხოლოდ შემთხვევამ ამაღებინა ხელში კალამი, მწერალი შემთხვევით გავხდიო.“ 1807 წელს, როდესაც იგი ევროპას სტუმრობდა, გაიცნო თავისი მომავალი მეუღლე, ოლივია ლენგდონი. მათ სამ წელიწადში, 1870 წელს იქორწინეს. 1910 წლის 21 აპრილს კი სამუელ ლენგორნ კლემენსი, იგივე მარკ ტვენი 74 წლის ასაკში გამოეთხოვა წუთისოფელს. წყარო: გიორგი გოგუა. დ.ჩხოროწყუს I საჯარო სკოლა

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი