კვირის ფიქრები


მწყინდება მოსმენა ერთი და იგივე
თუნდაც იგავის და არა-კის,
მწყინდება ყოფნა უსაზღვროდ იტირებს,
მჯერ,რომ მე,ის დამიტირებს.

ხმა არ გაიღო,დადუმდი ერო
ცას არ ატკინოთ ხმაურით სული,
სხვაგან სადაა მდუღარე ცრემლით,
გზა კვლავ წყვდიადი და დახრამული.

შავი ზამთრის მწუხარე დილამ,
დამატყობს გულზე იარებს წმინდას,
მიტოვებული ღვთის ანაბარად,
აგდია ძირას...მარხია მიწად.

დღეს იმისთანა მზიანი დროა,
ხეებსაც ათბობს,მიწაც კი ლღვება,
იქიდან ცრემლი მდუღარე ჩნდება,
სისხლისფრად ავსებს მინდორს და ველსაც.

მთები დადუმდნენ,დამწუხრდნენ სხვებიც,
ცაში აფრენილს სულიც კი სველი,
ათბობს და გულად იკივლებს ერიც,
მერცხლებიც დუმდნენ,გაფრენას ველი.

ცხოვრებას ვაგებ სისხლიან რელსით,
ამბებს მოგითხრობთ მწუხარე ლექსით,
მწუხარე თოვლი მიწასაც ეტრფის,
ქალაქს აავსებს წითელი ფერით.

ცაში ახედე,ზეცაში იბრძვის
არწივი,ქორი და თითქმის ქრება,
ქრება და თვალსაც ვერა ვაყოლებ,
ბუნდოვნად ვხედავ,ჩემს ბედის ხვედრად.

თაროზე დარჩა ლექსების წიგნი,
და არ კითხულობს არავინ შიგნით,
მერქანს აცლიან,ფურცელსაც ყრიან,
ფურცლით კი გემებს წყალში ისვრიან.

იდუმალ სევდით გვისველებს უბეს,
ჩიტიც კი ანგრევს მისივე ბუდეს,
ანგრევს და ტოტიც ლიწინით სცვივა
მის შვილებს კი სისხლისფრად სცივათ.

ქალაქში უკვე სჯეროდა ყველას,
ხალხს კი გაფრენა შეეძლო ქვეყნად...
ტანჯული ცხოვრებით ართობენ აქ ხალხს
მე კი კვლავ ვწერ სტრიქონებს ახალს.

მწყინდება მოსმენა ერთი და იგივე,
თუნდაც იგავის და არა-კის,
მწყინდება ყოფნა,უსაზღვროდ იტირებს,
მჯერა,რომ მე,ის დამიტირებს.

რა მშვენიერი ჩანდა ახლოდან,
უბერებელი ხე მახსოვრობის,
და სიზმარივით მემახსოვრება,
ფიქრებში ცამდე კიბეს ვახვევდი.

გულმა კი იგრძნო და აღიარა,
სიცოცხლის წყურვილს იკლავს წყლებში,
ტოტი კი მოტყდა ალვის-ხეს მწვავედ,
ჩამოატარებს და მოთქვამს მწარედ.

გრძნობა კი ტანჯვას დაეგო ნოხად,
ფიქრები მასზე ზედ უკრთოდ ბობღავს,
მძიმე ცოდვები კი მანქნის ბორბალს,
ხელს უშლის და თვითონ გორავს.

ბოლოს კი როცა დრო დადგა წასვლის,
სკივრში ჩავხედე,თითებით დავთვლი,
თითებზე ვითვლი მტირალ ასოებს,
შენი სახელიც კი არ აშფოთებს.

თაროზე დარჩა ლექსების წიგნი,
და არ კითხულობს არავინ შიგნით,
მერქანს აცლიან,ფურცელსაც ყრიან,
ფურცლით კი გემებს წყალში ისვრიან.
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი