სიზმარცხადი ამბავი.


(ვუძღვნი ჩემს ბავშვობის მეგობარს, აკადემიკოს გოგი ორაგველიძეს)
                ---
გუშხამ დილით, იალონზე,
გაგაღვიძა ციცამ.
ჭიშკართან რომ ვინცხა არის,
​დეიძახა ვინცხამ.
​ამ სკვარამში, ამ კორტოხზე,
სიდან მოი ქალო?!
​სულიერი არ იქნები,
​ხომ არ დევიმალო.
​მარა სულმა წაგძლია და
​ვერ გეექეც სინდისს.
​იქნებ ვინცხას რაცხა ჭირს და
საქმე რაფრა მისდის.
წამოხტი და გეიხედე
​ძაღლი ყეფდა ჭიშკარს.
ნენა!.. იყო სანახავი,
გავდა ​უნახ სიზმარს,
​მობძანდიო ძლივს უთხარი,
​ვერ გეიგო თქმული.
​მან ქართული არ იცოდა,
​შენ კი ჩიქორთული.
ჩემი ცოდვა, რომ შეხედე,
​არ უჯერებ თვალებს,
სიზმარშიც კი ვერსად ნახავ
​ამისთანა ქალებს.
​ამ ზმანებას რა უნდოდა
საჭინკიეს ტყეში.
სხვას კი არა შენც არ გჯერა,
​ქი ხარ ასეთ დღეში.
​ხოდა იქნებ ბელაია?..
გარიაჩკა გვარად!
​- ნეტა მართლა ფხიზელი ვარ?
ნანობ იყო მთვრალად.
​აბა ნახე რაფერია,
​რომ არა ხარ მთვრალი.
ცხოვრობ საცხა დაკარგულში,
ძლივს რომ აგნებს ქარი.
​სტუმარია უდროო დროს,
​გძინავს როგორც კვტარი.
გაღვიძებენ, გადიხარ და
ვაი შენი ბრალი.
​იძახიან, ურდულს აღებ,
წინ გაგირბის თვალი.
​ჭიშკართან დგას, შველას ითხოვს,
სულ შიშველი ქალი!
                                    -მერ'ფი-
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი