კორონალური კაფია :)


***კაკო ფირცხალაიშვილი და მერაბ ფირცხალაიშვილი (-მერ'ფი)***

... მატარებელი არ დადის
და არც სხვა რამე ტრანსპორტი.
მაქანე რაფერ მევიდე?
რა გადმომაფრენს? პასპორტი?
😂😂😂😂😂😂😂😂

- ლექსები კარგად გამოგდის,
ყოფილხარ რითმის ჩალიჩა.
თუკი გაფრენა გწადია
გიჯობს მფრინავი ხალიჩა 😁

- პაწა გულს ვირთობ ძამია
ამ ჩემი რითმის ჩალიჩით...
ოზურგეთს რაფერ გავფრინდე
დაკერებული ხალიჩით?
განა ვინმესი მრცხვენია?
მოდაშია დახეული...
მარა თლა რომ გამეიხეს
მაშინ ხომ მაქ დარხეული?
😂😂😂😂😂😂😂😂😂😂😂

- ნუ გგონია ჩემო კაკო
ახლა თითი მოგიკაკაკვო.
მარა საცხა მართალიც ხარ,
ფრენა რომ არ დაგიბრაკონ.
მოი თუ ხარ ჩალიჩა
გამოკერე ხალიჩა. 😂

- ხელის ნემსით? თუ
მანქანა მივატარო-მოვატარო?
ხოდა მერე ის ხალიჩა
ტეხასმოტრზე გავატარო?
🙄🙄🙄

- ქვეყნის ფული დაგიჯდება,
დაგედება ვალები.
ტეხასმოტრს თუ ვეღარ გაცდი,
დაგიდგება თვალები 🤓...
ხოდა გიჯობს სახში დარჩე,
ამ კორონას, რომ გადარჩე!😁

- ბინაში ვარ ჩაკეტილი,
მენატრება სოფელი...
ჩემი კატა,მეზობლები,
ჩემი ძველი "ოპელი".
ნუ მახსენებ მაგ კორონას,
ნუღარც გამახსენებ ვალებს,
მაგის შიშით სოჩიკივით
ვატრიალებ ამ ჩემს თვალებს
😄😄😄😄😄
სადაცაა გათენდება,
მიჰქრა კიდეც მთვარის შუქი,
დევიძინოთ აწი ძამა,
დავასვენოთ ფეისბუქი
😂😂😂😂😂😂😂

P.S.
აქამდე მეც არ ვიცოდი
კაცი ყოფილა „კაკოი“ ! 👍 ❤
მინდა მსოფლიომ გაიცნოს
ჩემი მოგვარე კაკოი! ❤
-მერ'ფი-

გაგრძელება ალბათ იქნება 😁
თუ ბევრი გააზიარებთ...

- გაგრძელება? კი ბატონო!
დაე იყოს თქვენი ნება!..
შენ იგი თქვი ფეისბუქი
ღამე ღია თუ იქნება

- აგერ, ნახე, კონსულიც
გვილაიკებს კაკო.
აწი ისე შეუბერე
რომ არ დეიბრაკო :) 
-მერ'ფი-

- დარიგებისთვის მადლობა!
მაგას რად უნდა კონსული?
სამხიარულო დავწერო
მაგიზა ვარ აქ მოსული.

- კაკო შენ კიდე არ გძინავს?
კიდო არა ხარ ლოგინში?
სიზმრები შენც დაგფრთხობია
ხვალინდელი დღის ლოდინში :)
-მერ'ფი-

- კაი სიზმარის სეანსი
ერთი გავმაზე ძამია.
ახლა მეორეს მოველი,
მაცალე ღმერთი გწამია

- მეც მიჯდება ნოუთ ბუქი,
განისვენებს ფეისბუქი!.. :)
ვზივარ, როგორც მელია და...
აბა, დელი დელია,
უდედლობა ძნელია ! ;)
-მერ'ფი-
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი