თუთიყუშის ამბავი


  ერთი კაცი სანადიროდ,
    რომ წავიდა ტყეში.
    იხვის ნაცვლად თუთიყუში,
    შერჩა თურმე ხელში.
        ჩუმად გაჰყვა ბუჩქნრისკენ
        უცხო ნაფეხურებს.
        წრიპინა ხმით დაყვირება
        შემოესმათ ყურებს.
   
      დურაკ, დურაკ, გასჩხაოდა
      თუთიყუში თალხზე.
      შიშისაგან მონადირეს,
      თმა დაუდგა ყალყზე.

        საჭინკიეს ღელის პირას
        იდგა მონადირე.
        ალბათ ჭინკა მეძახისო,
        ღმერთო მომაცილე!
           თოფი სადღაც მოისროლა,
           უცახცახებს ტანი.
           ვიღას ახსოვს ნადავლი და
           სახლში მისატანი.
   
      დურაკ, დურაკ, გასჩხაოდა
      თუთიყუში თალხზე.
      შიშისაგან მონადირეს,
      თმა დაუდგა ყალყზე.

P.S.
 ეს ლექსი დაიწერა ნამდვილი ამბის მიხედვით. რომელიც შეემთხვა აწ გარდაცვლილ ბაბუაჩემის ძმისშვილს, კუკური ფირცხალაიშვილს. ნადირობის დიდი მოტრფიალე კაცი იყო, თბილისში მსახურობდა ხელმძღვანელ პოსტზე ერთ-ერთ ცნობილ ქარხანაში. ლანჩხუთის რაიონის სოფელ შუხუთში არის ღელე , რომელსაც საჭინკიეს ღელეს ეძახიან. გადმოცემით აქ ჭინკები, პატარა ეშმაკები, ბინადრობდნენ. ხოდა ამ ღელეს აუყვა კუკური , რამე ფრინველზე წავინადირებო. შებინდდა რაღაცამ გადაუფრინა და თოფი ესროლა, დაჭრილი ფრინველი შორიახლო ჩამოვარდა ბუჩქნარში. კუკური მის მოსაძებნად და ასაღებად გაეშურა. ამ დროს დურაკ... დურაკ... მოესმა ხრინწიანი ხმა. კუკურის გააჟრჟოლა ტანში, თავი მიანება და სოფელში დაბრუნდა. ჭინკა შემხვდა, მე მგონი, მართლააო.

 მთელი სოფელი გამოეფინა , ჩირაღდნებით, თოფებით, ნაჯახებით შეიარაღებულნი. მიადგნენ იმ ადგილს და ისევ მოისმა: დურაკ... დურაკ.... ერთმანეთს გული გაუმაგრეს და გაეშურნენ საიდანაც ხმა ისმოდა და დაჭრილი თუთიყუში შერჩათ ხელში. თურმე ბათუმის ცირკს გამოქცევია

              - მერ'ფი -
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი