დამთავრდა mycredit.ge -ს მიერ გამოცხადებული კონკურსი.


დამთავრდა mycredit.ge -ს მიერ გამოცხადებული კონკურსი. მიუხედავად იმისა, რომ ხატიას ნახატმა ყველაზე მეტი მოწონება დაიმსახურა , გაცილებით მეტი ვიდრე სხვებმა, არ აღმოჩნდა საკმარისი იმისთვის , რომ გამარჯვებულად გამოეცხადებინათ. არ გვიკვირს, ეს ხომ საქართველოა ! საფინანსო კომპანია , რომ ბავშვს ფანქრების შეძენის ოცნებაზე უარს ეტყვის, თუნდაც ესეც საკმარისია დასკვნის გასაკეთებლად. დასკვნები კი თქვენთვის მოგვინდია ძვირფასო საზოგადოებავ. ყველას მადლობას ვუხდით , ვინც გულწრფელად მოიწონა და ვინც გულწრფელად მხარდაჭერა გამოხატა 13 წლის გოგონას ნამუშევრის მიმართ.
P.S. როცა გამოცხადებულია კონკურსი და მითითებულია, რომ გამარჯვებულს გამოავლენს ჟიური , ყურადღება მიექცევა მოწონებებსა და გაზიარებებს, არ ვიცი რა სახელი ვუწოდო ამას, როცა სხვებზე 1000 ლაიკით და 400-ზე მეტი გაზიარებით შეფასებული ბავშვის ნამუშევარს უგულვეყოფთ , თქვე დალოცვილის შვილებო თუ პროფესიონალ მხატვართა და მოქანდაკეთა კონკურსს აცხადებდით , უნდა განგემარტათ და ლაიკებით არ უნდა გემათხოვრათ, თქვენი მიზანი ხომ ,ამ შემთხვევაში , თქვენი საფინანსო კომპანიის გაპიარება იყო. აბა ქველმოქმედებას , რომ ეწეოდეთ ისედაც გააკეთებდით ამას, და უფანქრებოდ არ დატოვებდით გამარჯვებულ ბავშვს. ასეთი ქმედებებით წესიერ ქვეყანაში ძნელია დამკვიდრება, მაგრამ აქ ხომ ბედკრული საქართველოა!
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი