დღეს „კორონა“ საშიშია...


დღეს „კორონა“ საშიშია, 
ვიდრე შავი ჭირიო! 
ხო და ვინც სხვას გეიძახის 
მოარიდეთ პირიო! 
ხვალიდენ ცრემლს გვირჩევნია 
დღევანდელი წყენაო, 
მერე უკვე გვიანია 
თავში ხელის შენაო!..
შარაგზები დეიკეტა,
გადაიდოს ლხენაო.
სახლში დარჩით გეყურებათ?!
რაღას უცდით ნენაო!..
ახლა გვინდა დახმარებათ,
სიშორე და თმენაო.
გევისტუმროთ მოუსვლელში,
ცოცხლათ ვიყოთ ყველაო,
მერე ერთხმათ შემოვძახოთ
აბა-დელი-დელაო!..
                            -მერ'ფი-

P.S.
გურულებიზა უფრო გასაგებ კილოზეა დაწერილი 
მალე აგვეღნიშნოს „კორონას“ გასვენება მოუსვლელში!
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი