ფერიცვალობა .. (ეს იყო დღე...)


ეს იყო დღე,
​დღე - სასწაული!
​ფერი იცვალა იესომ,
​სამნი იახლა თაბორის მთაზე...
​მათმა (მხლებლებმა) როცა იხილეს
ნათელმოსილი იესოს სახე,
​და მასთან ერთად მოელვარე მოსე და ელია!..
ამით, მხილველთა, დასამოწმებლად,
​რომ ქრისტე მხსნელია...
და დარჩა ასე
დღე - სასწაული.
​გაბრწყინებული დღესასწაული!
-მერ'ფი-
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი