საქართელოს ფოსტის საახალწლო გზავნილი


ს-აქართელოს ფოსტის საახალწლო გზავნილი, 
​ა-ხალი წლის ღამით სიხარულით სავსეა.
ქ-არზე სწრაფად, წერილები ათას ხელში გავლილი,
ა-რვინ იცის ფოსტის გარდა, ვისი თუ ვის კარზეა...
​რ-ა ლამაზად თოვს და გარეთ ფიფქი ცვივა ციდან,
თ-ოვლის ფანტელს მოურთავს თეთრად მთა და ველი.
ვ-ელოდები ამანათს, მოდის შორი გზიდან,
​ე-რთად რომ გავატაროთ კვლავ ახალი წელი...
​ლ-ურჯ მერცხლებით ლოგოები სიყვარულის ფერია,
​ო-კეანე გამოვლილი ნეტა მოვა ჩვენთან როდის?
​ს-იხარულით სავსეა და თბილი როგორც კერია,
ფ-ერად-ფერად კონვერტებში მოლოცვები მოდის...
ო-ცნებას რომ რეალურად აქცევს ურთიერთობა,
​ს-ავსე არის ღვინის თასი და ჰანგები ისმის ძველი.
​ტ-კბილ გოზინაყს სუფრა ელის, ტკბილეულის ერთობა,
​ა-ქ ამანათს გვაწვდის მუდამ საიმედო ხელი...
„ს-აქართელოს ფოსტას“ ველი! 
        -მერ'ფი-
P.S.
ამ ლექსს ვუძღვნი „საქართველოს ფოსტის“ ყველა იმ თანამშრომელს, რომელიც მიზერული ჯამაგირის მიუხედავად, საკუთარი ჯანმრთელობის და სიცოცხლის რისკის ფასად ამ „კოვიდ პანდემიის“ პერიოდში, მუხლმოუდრეკელი შრომობს! ვუსურვებ, რომ დაფასებულიყოს მათი შრომა და ბარაქა და მადლი არ მოკლებოდეს 2021 წლიდან მათ ოჯახებს...
  -მერ'ფი-
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი