ჩვენი ცოდვა მტერს ახარებს...


ჩვენი ცოდვა მტერს ახარებს,
მომხდურს ძალას მატებს!
როცა ვცოდავთ, საქციელით,
დაფიქრება გვმართებს...
თორემ ერთხელ „ჩაგრულებიც“
მოიკრებენ ძალას.
25 თებერვალიც მიგვანიშნებს ამას.
როცა ისე გადაგვარდა
მთავრობა და ერი,
რომ უფალმაც ვერ დაგვფარა,
თავს დაგვესხა მტერი!
ვერ დაგვიცავს „წილხვედრობა“
ვერც რწმენა და რჯული,
თუ არა გვაქვს ღვთის მადლი და
ძმური სიყვარული!
  -მერ'ფი-
www.merpi.ge
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი