ნეტა ერთი წამიყვანა სახლში...


www.merpi.ge
ნეტა ერთი წამიყვანა სახლში,
დამანახვა ჩემი ეზოკარი.
ისე შორს ვარ „გამოსული კარში“,
ვეღარ მწვდება დასავლეთის ქარი!..
ნეტა ერთი წამიყვანა სახლში,
შემახვედრა ჩემი გურულები.
გავერიე უცხო მარაქაში
და გაფრინდა სანუკვარი წლები!..
ჩემს ჭიშკართან ისევ სძინავს ჭას და
ისევ გარეთ იყურება დედა...
ვერ დავადექ დედოშარის გზას და
მოლოდინში  სევდა დამიბერდა!..
-მერ'ფი-
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი