ღელის წისქვილი...


www.merpi.ge
ღელის წისქვილი, ძველი წისქვილი,
სარეკელების მღერა.
ჭრაქის აბედი, ფქვილის სურნელით,
ხვიმირს დოლაბის ძგერა.
ქარის ზუზუნი, ჭუჭრუტანებში,
გათოშილ კედლებს სერავს.
უფლის წყალობის მწირ მეწისქვილეს,
ბატონზე უფრო სჯერა...
-მერ'ფი-
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი