დევების და ბუმბერაზთა ქვეყანავ ...


დევების და ბუმბერაზთა ქვეყანავ,
მგლებზე უფრო საშიშებო ომში!
გასაჭირი ერთად რომ გაგვეტანა,
რა გვინდოდა სტამბულსა თუ რომში?!
ცხრაწყაროსთან ჩამომჯდარი მხედარი,
ჯიქის ტყავის ქურთუკი რომ ეცვა.
მსგავსი, მაინც , ბჭე გვყოლოდა მედგარი,
საქართველო მტრისგან რომ დაგვეცვა.
ვერ გაგვრეკდა მომხდური თუ დუშმანი,
ქაჯები და მოგონილი ორკები,
არ შეგვევსო მანქურთების ბაზარი,
მოსკოვი თუ გაღმა ნიუ-ორკები.
და სამშობლო, უნაზესი ქალივით,
გიშრითა და ანდამატით თმებში.
უპატრონო დიაცივით დევნილი,
ჩაკარგული კავკასიის მთებში.
უცხო მოყმის ანაბარა თუ დაგვრჩა
რას მოიმკის მომავალი ჩვენში...
        -მერ'ფი-
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი