არავისთან გვინდა მტრობა ...


არავისთან გვინდა მტრობა,
არც რუსთან და,  არც სომეხთან,
მაგრამ თუკი მკითხავ მაინც
მირჩევნია მე რომელთან?
სამეგობროდ ვირჩევ იმას,
ვინც არასდროს მებატონა!
ვინც აქცეულ - დაქცეული,
მიმიღო და მეპატრონა.
ჰო და ახლა თქვენ მითხარით
რომელია მეგობარი?
ვინც გაგვწყვიტა, წაგვგლიჯა თუ
რომ შეგვარგო მიწა-წყალი?!
მაგრამ ასეთს აქ ვერ ვხედავ,
ყველას რაღაც უნდა ჩვენი.
საქართველოს გარდა ღვთისა,
ვინ  მე დარჩა გადამრჩენი ?!
                   -მერ'ფი-
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი