ჩემი შუხუთი


ოჩორჩხინა, საირაო, 
საჭინკიეს ღელე.
მომენატრა გურია და
გულში წავიმღერე...
ისე შორს ვარ
ვარსკვლავებს ვწყვეტ,
ჩამოგიტანთ მერე.
მერე გულსაც ჩამოგიტანთ
ესეც დამიჯერეთ.
სიზმრებში და ოცნებებში
მუდამ თქვენთან ვრჩები.
ჩემი თბილი შემოდგომა
არ დამდგარა ჯერეს,
მენატრება გურია და
გულიც წაიმღერებს:
ოჩორჩხინა,  ირაო და
საჭინკიეს ღელე
   -მერ'ფი-
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი