გაწვიმებულა შუხუთში...


გაწვიმებულა შუხუთში, 
შუხუთი წვიმისფერია ...
აქ მყავდი რა შორს წახვედი,
ჩემო ლამაზო ფერია!
გაივლის წვიმის ღრუბლები,
მზის განახლების ფერია.
თვით ცისარტყელა ცის თაღზე
უშენოდ არაფერია...
გელიან დრო და წუთები,
სულ სხაპასხუპით გელიან.
სანამდე არ დაბრუნდები,
ძნელია, ძალზედ ძნელია.
გაწვიმებულა შუხუთში,
შუხუთი სევდის ფერია.
ყველგან შენ გნატრობ, 
მოგელი ...
დაბრუნდი ჩემო ფერია.
  -მერ'ფი-
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი